თავში

ბოკერია პრემიერს: რას ერჩით ბიზნესს, მეწარმეებს, მოქალაქეებს, ყველას?

ბოკერია პრემიერს: რას ერჩით ბიზნესს, მეწარმეებს, მოქალაქეებს, ყველას?
ბოკერია პრემიერს: რას ერჩით ბიზნესს, მეწარმეებს, მოქალაქეებს, ყველას?

"ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდვითარება არის კარგი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი. რითი აიხსნება ეს? პოლიტიკური სიბრიყვით? რაიმე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვთ? აგვიხსენით," - ასეთი კითხვებით მიმართა პლენარულ სხდომაზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს.

„ ყველა ინფორმაციით, რაც მედიაში იყო, საქართველოსთვის ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, რაც არის ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ თავისუფალი სამყარო ხელს გამოგვიწვდის, რომ წელში გავიმართოთ, შანსი გვქონდეს სწრაფად გამოვიდეთ ამ უბედურებიდან, ამის პარალელურად თქვენმა მთავრობამ გუშინ გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი თვით ხურავს რეგულარული ფრენებისთვის სივრცეს. რას ერჩით ხალხს, ბიზნესს, მეწარმეებს, მოქალაქეებს, ყველას? ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდვითარება არის კარგი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი. რითი აიხსნება ეს? პოლიტიკური სიბრიყვით? რაიმე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვთ? აგვიხსენით. ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს? დღესაც იგივეს გვეტყვით, რომ საგადასახადო ტვირთის დაწევა შეუძლებელია იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფო უნდა გავაუქმოთო. მე კიდევ ერთხელ მოგაწოდებთ 117 ქვეყნის სიას, რომელსაც ჩვენზე დაბალი საგადასახადო ტვირთი აქვს. და კიდევ ერთი კითხვა, 20 ივნისზე, ხვალ რომ მოვიდეს თქვენთან უბადლო რაინდი კობახიძე და გითხრათ, რომ უნდა ჩაატაროს ასოციაციის შეხვედრა თბილისში, ისევ შემოუშვებთ იმ ხალხს თბილისში თუ არ შემოუშვებთ?"- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „ევრონიუსმა“ იმ ქვეყნების სრული სია მოიპოვა, რომლებსაც ევროპის საზღვრებს გაუხსნიან. ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც, თუმცა მასში არ არიან აშშ, ბრაზილია, ყატარი და რუსეთი.

ევროპაში შესვლა შეეძლებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, საქართველო, ბჰუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამის კუნძულები, სენტ-ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა - რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, მავრიკი, ზამბია, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system