თავში

ბოკერია: საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება კატასტროფა იქნება

ბოკერია: საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება კატასტროფა იქნება
ბოკერია: საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება კატასტროფა იქნება

საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება, დღეს როგორცაა, იქნება სრული კატასტროფა,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, შეზღუდვები არა 22 მაისის შემდეგ, არამედ ორი დღის წინ უნდა მოეხსნათ.

,,დღევანდელ რეჟიმშიც კი ძალიან სწრაფად უნდა გადაიდგას ეკონომიკის გახსნის და აბსურდული რეგულაციების მოხსნის ნაბიჯები. ამის დისკრეცია აქვს მთავრობას, გახარიას, ანუ ივანიშვილის გარემოცვას, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ,,კომენდანტის საათს", დროში შეზღუდვა და მანქანებზე შეზღუდვა, პირიქით, მეტ ფიზიკურ კონტაქტს იწვევს ადამიანებს შორის.

რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის შიგნით და გარეთ, ახლა იყენებენ ივანიშვილის პიროვნების კულტის შესაქმნელად კომიკური და სამარცხვინო ფორმით და თვითქებისთვის. გარეთაც რა პუბლიკაციებიც დაუკვეთეს, შიდა პროპაგანდისთვისაა“,-აცხადებს ბოკერია.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი თავს არიდებს სამოქმედო გეგმის შესახებ საპარლამენტო დისკუსიას. 

როგორც ბოკერიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმშია, მზადაა, პრემიერის პარლამენტში მისვლის შემთხვევაში დისკუსიაში თავადაც ჩაერთოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system