თავში

ბოკერია: სისტემისთვის რაც ივანიშვილმა შექმნა, სხვების სიცოცხლეს ფასი არ აქვს

სისტემისთვის რაც ივანიშვილმა შექმნა, სხვების სიცოცხლეს ფასი არ აქვს
ბოკერია: სისტემისთვის რაც ივანიშვილმა შექმნა, სხვების სიცოცხლეს ფასი არ აქვს

"პირდაპირ, დაუმალავად გვაჩვენეს, რომ სხვების სიცოხლეს და ჯანმრთელობას, იმ სისტემისთვის რაც ივანიშვილმა შექმნა, ფასი არ აქვს", - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილისთვის საარჩევნო კაბინისა და ყუთის დეზინფიცირების ფაქტის შეფასებისას გააკეთა. 

მისი თქმით, ასეთი ფაქტი შეურახმყოფელია საზოგადოებისთვის. 

ჩვენ ვნახეთ, როცა ის მივიდა ამ ვითომ არჩევნების პროცესზე ხმის მისაცემად, როგორ გაწმინდეს და დეზინფექცია გაუკეთეს საარჩევნო ყუთს მისთვის. ეს არის გამოვლინება ყველაზე უფრო სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისათვის, უპატივცემულო ყველა მოქალაქის მიმართ, ამ დამოკიდებულების, რომ ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც კანონზე მაღლა დგას და რომლის ჯანმრთელობასაც აყენებენ უფრო წინ, ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის ჯანმრთელობას, უფლებებსა და ინტერესს. ეს ყველაფერი ხდება საჯაროდ უტიფრად, არც დაუმალავათ ისე გვაჩვენეს, როდესაც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სხვების სიცოხლეს, ჯანმრთელობას, უფლებებს, ინტერესებს ფასი იმ სისტემისთვის რაც ივანიშვილმა შექმნა, არ აქვს", - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system