თავში

ბოკერია: სიცრუეა, თითქოს ამირან გამყრელიძის დაპატიმრება მოვითხოვე

​ბოკერია: სიცრუეა, თითქოს ამირან გამყრელიძის დაპატიმრება მოვითხოვე
ბოკერია: სიცრუეა, თითქოს ამირან გამყრელიძის დაპატიმრება მოვითხოვე

"როცა მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშეა, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ამხელა საფრთხე ემუქრება, აბსოლუტურად ბუნებრივია, საზოგადოების კონსოლიდაცია", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

მისი თქმით, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ადამიანსა თუ ჯგუფს უნდა ესმოდეს, რომ ასეთ კონტექსტში მიმდინარე დისკუსიის ტონიც და პოლიტიკური ოპონირების მეთოდებიც ჩვეულებრივი ვითარებისგან განსხვავებული უნდა იყოს.

"სიცრუეა, თითქოს მე როდესმე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის დაპატიმრება მოვითხოვე. შესაძლოა და იმედია, რომ ამ აბსურდულ სიცრუეს ცოტა ადამიანი იჯერებს. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას და არა გაერთიანება", - განაცხადა ბოკერიამ. 

მისი თქმით, მიზანმიმართულ ტყუილს ყალბი ამბების გვერდები ავრცელებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system