თავში

ბოკერია: თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია?

ბოკერია: თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია?
ბოკერია: თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია?

ეს რაღაც ძველბიჭობა, რამე კომპლექსი გაქვთ ბავშვობის? მგელი ხართ ხო თქვენ ბატონო გახარია? - ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერის რეპლიკას. მისი თქმით, პრემიერის პასუხი ძველბიჭური საუბარია და კითხვებზე არგუმენტირებული პასუხები არ აქვს.

"ადამიანურ ენაზე ხომ შეიძლება, ამ ძველბიჭობის გარეშე, ხალხს აუხსნათ, რაც გევალებათ რატომ არ დგამთ იმ ნაბიჯებს, რაც ხალხს სჭირდება. გადასახადებზეც კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ და გვერდზე გიზით ის გენიოსიც, თქვენი ფინანსთა მინისტრიც, ირიბს დაარქმევთ თუ პირდაპირს, საგადასახადო ტვირთში როგორ არ შედის საშემოსავლო გადასახადი? არ უღებთ ამ ფულს ჯიბიდან? თუ გადასახადებს დავწევთ, გაკოტრდება სახელმწიფოო - იმ 117 ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო? 

არგუმენტი გვითხრით და არა ეს ტყუილები და ძველბიჭობა, კომპლექსი გაქვთ ბავშვობის? კურდღლები ხართო, თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი. ამ ძველბიჭობის ნაცვლად, ქვეყნის დაცვა სადაც საჭიროა, იქ რომ გქონდეთ პრინციპულობა არ შეიძლება? ამდენი ლაპარაკია და რა უნდა იმის თქმას, ხვალ საქართველოს მტერს ქვეყანაში აღარ შემოვუშვებთ. ხომ ამბობთ არეულობის მომწყობი ძალებია ქვეყანაშიო და არ შემოვუშვათ მტრები ქვეყანაში, რისი სრული უფლებაც გაქვთ ჩვენი კანონით. ამას რატომ ვერ იძახით,“- განაცხადა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, მანამდე საქართველოს პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას გიორგი გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს კურდღლები უწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system