თავში

ბოკერია: ქვეყანაში არის სრული ქაოსი

ბოკერია: ქვეყანაში არის სრული ქაოსი
ბოკერია: ქვეყანაში არის სრული ქაოსი

ქვეყანაში არის სრული ქაოსი და ამ მთავრობის და ოლიგარქის ასეთი უტიფარი საქციელის ფასს მთელი ქვეყანა იხდის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, მთავრობას არანაირი ხედვა არ აქვს თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს არსებულ ვითარებას და მხოლოდ ტალახს ისვრის სხვისკენ. 

"როცა ჩაკეტეს გაუაზრებლად და დამანგრევლად მთელი ქვეყანა, არ მოემზადნენ, კოვიდ საწოლები არ მოიმარაგეს, არ დაყვეს სამედიცინო დაწესებულებები კოვიდ და არაკოვიდ დაწესებულებებად, ცხელი ხაზი არ მოამზადეს დიდი დატვირთვისთვის, უამრავი ასეთი ჩამონათვალია და დღეს ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე და არის მთელი ქვეყანა ამ უმძიმეს მდგომარეობაში, იმის გამო, რაც მთავრობამ არ გააკეთა და იმის გამო რაც გააკეთეს. ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის, ამ ოლიგარქის და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვის, რომ საერთოდ არანაირი განცდა არ აქვთ იმის, რომ ხალხს უთხრან, რა ხედვა აქვთ, რას აკეთებენ, მხოლოდ ტალახს ისვრიან სხვისკენ. ამასობაში ეს კრიზისი გაღრმავდება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system