თავში

ბოკუჩავა: ბუბა კიკაბიძე ასხივებს პატრიოტიზმსა და მოუსყიდაობას

ბოკუჩავა: ბუბა კიკაბიძე ასხივებს პატრიოტიზმსა და მოუსყიდაობას
ბოკუჩავა: ბუბა კიკაბიძე ასხივებს პატრიოტიზმსა და მოუსყიდაობას

ბუბა კიკაბიძე ასხივებს პატრიოტიზმს, უშიშრობასა და მოუსყიდაობას, სწორედ ამიტომ დასახელდა ის სიის პირველ ნომრად, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკო-ში უალტერნატივო სია წარადგინა.

"ბუბა კიკაბიძე ასხივებს პატრიოტიზმს, უშიშრობასა და მოუსყიდაობას, რომელიც ვერ მოისყიდა ვერც პუტინმა, რადგან ამის მცდელობა ჰქონდა და ვერც ივანიშვილმა. ბუბა კიკაბიძე ჩაერთვება კამპანიაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი. ჩვენს მიერ წარდგენილი სია არის გამარჯვების სია, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვასხივებდეთ იმ უმთავრეს პრინციპებს, რაზეც დგას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რაზეც დგას ქართველი ხალხის გამარჯვება ამ წყალგამყოფ არჩევნებში," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე იქნება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system