თავში

ბოკუჩავა: მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გულწრფელ ემოციას

ბოკუჩავა: მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გულწრფელ ემოციას
ბოკუჩავა: მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გულწრფელ ემოციას

"ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი დღეები ქართულ პოლიტიკაში და ხელისუფლების სათავეში დათვლილია,"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

"ზოგადად, სიძულვილის ენა არის "ქართული ოცნების" სამარკო ნიშანი, რომლითაც თავი დაამახსოვრეს ქართველ ამომრჩეველს. მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გულწრფელ ემოციას. პოლიტიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ გულწრფელობა ამომრჩეველთან. ამ ადამიანთან ასოცირდება უკეთესი საქართველოს ხედვა და იმედი ამ ქვეყნის განვითარების. რა შანსები აქვს მიხეილ სააკაშვილს, ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა. ერთი რამ ნათელია, რომ დღეს საქართველოში მეტი ოპოზციურად განწყობილი ამომრჩეველია, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ჭაობში მიაქანებს ჩვენს ქვეყანას,“ - აღნიშნა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელას, სადაც ის საუბრობს: "შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის."

მიმართვის დასასრულს, სააკაშვილის ამბობს, რომ ის ბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system