თავში

ბოკუჩავა: საინტერესოა, შოთაძეს პარლამენტის რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ

ბოკუჩავა: საინტერესოა, შოთაძეს პარლამენტის რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ
ბოკუჩავა: საინტერესოა, შოთაძეს პარლამენტის რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ

"პარლამენტის შენობის გარეთ პროტესტი აუცილებლად იქნება. ეს პროტესტი საერთო ოპოზიციურ ფორმატშია შეთანხმებული. ბუნებრივია, შეუძლებელია პროტესტის გარეშე შეხვდეს ოპოზიცია შოთაძის დანიშვნას, რომელიც ივანიშვილმა თავის დროზე საზოგადოებრივი წნეხისა და სკანდალის ფონზე გაუშვა",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ბოიკოტის რეჟიმი არ დაირღვევა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად აპირებენ პარლამენტის პიკეტირებას.

"თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ რამდენიმე დეპუტატმა ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში, მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის მიზნით, პარლამენტის შენობის შიგნითაც გარკვეული მოქმედებები დავგეგმოთ, იქნება ეს საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც იურიდიულ კომიტეტზე ხდება, თუ სამშაბათს, პლენარულ სხდომაზე. როგორც წარსულში, ახლაც „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ ძალებთან მჭიდრო კოორდინაციაშია, იქნება ეს საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო. სწორედ ერთობლივი ძალებით ვაპირებთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. საინტერესოა, ამჯერად რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომელთაც დაკარგული აქვთ სახე და საზოგადოების ნდობა. ასევე შოთაძეს, რეციკლირებულ პროკურორს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ყოველგვარი ნდობა დაკარგული აქვს. საინტერესოა, მას რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ. ვაპირებთ, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებთან და სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად პარლამენტის ყველა შესასვლელთან ვიყოთ",-განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" წევრები ხვალ დაგეგმილ იურიდიულ კომიტეტს, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ, ბოიკოტს უცხადებენ.

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system