თავში

ბოკუჩავა თურნავას: კონკრეტულად რომელ მაჩვენებლში ხედავთ სიჯანსაღეს

ბოკუჩავა თურნავას: კონკრეტულად რომელ მაჩვენებლში ხედავთ სიჯანსაღეს
ბოკუჩავა თურნავას: კონკრეტულად რომელ მაჩვენებლში ხედავთ სიჯანსაღეს

"თებერვალში თქვენ გააკეთეთ განცხადება ქალბატონო ნათია, რომ ლარის დინამიკა წავა გამყარებისკენ პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი დინამიკა არის ჯანსაღიო. გარდა იმისა, რომ მცდარია თქვენი პროგნოზები, მე მაინტერესებს კონკრეტულად სიჯანსაღეს რომელ მაჩვენებლში ხედავთ? იმაში რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს ჩვენს ქვეყანაში თუ იმაში, რეგიონებში პედიატრები როცა ამბობენ, 1 წლამდე ბავშვების 95% -ის ავადობა სწორედ ცუდი და არასათანადო კვებით არის განპირობებული? თუ ის არის ჯანსაღი თქვენი აზრით, რომ რეგიონში ყველაზე მაღალია საქართველოში შიმშილობის მაჩვენებელი," - ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში მისულ ეკონომიკის მინისტრს, რომელსაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ბოკუჩავას თქმით, 2005 -2006 წლებში, როცა ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ლარის კურსი 1.8-ზე ფიქსირდებოდა,  ახლა როცა ის მინისტრია, ლარის კურსია 3.2. ბოკუჩავა ფიქრობს, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია.

"მიუხედავად ამისა, თქვენ საქართველოს მოსახლეობას ეუბნებით, რომ ასეთი მყარი არასდროს ყოფილა ლარიოა. ქალბატონო ნათია, ამით თქვენ საქართველოს მოქალაქის ინტელექტს აყენებთ შეურაცხყოფას თუ მათ მეხსიერებას? თქვენ თუ არ გახსოვთ, როცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყავით, მათ ახსოვთ, 100 დოლარის სესხისთვის 180 ლარი რომ სჭირდებოდათ, ახლა კი 320 ლარი სჭირდებათ. ეტყობა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს პრობლემაა მოსახლეობის 70%-სთვის, ვალებით გააქვთ ადამიანებს თავი, თვიდან თვემდე ვალებით ცხოვრობენ. ვალებით ყიდულობენ მედიკამენტებს, საკვებს საკუთარი ბავშვებისთვის. ეს არის რეალობა და არა ის, რაზეც საუბრობთ. მაშინ როცა ადამიანები საშიმშილოდ იყვნენ გამოკეტილები სახლებში, პანდემიის პერიოდში, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, ბიუჯეტს ივანიშვილის ბიუჯეტის მხრველები ხრავდნენ. ასიათასობით ლარს ხარჯავდა ავეჯზე გომელაური, კალაძე კი ფოიერვერკებზე და ეს არ გაღელვებთ? ეს რეალობაა, როცა მოსახლეობის 1% მდიდრდება, 99%-ის გაღარიბების ხარჯზე. ამაზე საუბრობთ თავმომწონეთ ამ ტრიბუნიდან", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველის, თაღლითია.

"ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია. თაღლითი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ოქროს კოშკებს ჰპირდებოდა და არაფერი მისცა სიღარიბის, სიდუხჭირისა და უპერსპექტივობის გარდა," - თქვა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system