თავში

ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს
ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. ამის შესახებ ცნობას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მილოცვაში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები არსებობს.

„გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით გიდასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება“ - ნათქვამია წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system