თავში

ბრალდება კიდევ თუ გაქვთ, შემობრძანდით კომისიაში, გადაამოწმეთ - თალაკვაძე

ბრალდება კიდევ თუ გაქვთ, შემობრძანდით კომისიაში, გადაამოწმეთ
ბრალდება კიდევ თუ გაქვთ, შემობრძანდით კომისიაში, გადაამოწმეთ - თალაკვაძე

ოპოზიციამ არჩევნების მიმართ დააყენა ძალიან მძიმე, თუმცა უსაფუძვლო, ცარიელი ბრალდება, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ეს ბრალდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ემსახურებოდა.

"მათ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის გადამოწმების ერთადერთი საშუალება გახლდათ გადათვლა, რომელზეც თქვეს უარი. შემდეგი საშუალება გახლდათ გამოძიება ამ საკითხის, რაზეც როგორც ჩანს, კვლავ ამბობენ უარს. თუმცა, ამ კომისიაში ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებას მაქსიმალურად გამჭვირვალედ დავანახოთ, რომ იმთავითვე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დაყენებული ბრალდება გახლავთ უსაფუძვლო. ეს ემსახურებოდა ერთადერთს, როგორმე ძირი გამოეთხარა არჩევნებისთვის. ეს დაგმეს საერთაშორისო პარტნიორებმა, ასევე, საზოგადოებისთვის იყო მიუღებელი, მათ შორის ოპოზიციის ამომრჩევლებისთვის. ოპოზიციას ბრალდება კიდევ თუ გაქვთ, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა, შემობრძანდით კომისიაში, გადაამოწმეთ თქვენი ბრალდება. სხვა შემთხვევაში, ეს ბრალდება გაბათილდება და ჩვენ მაქსიმალურად ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ იყო რეალურად, არასწორი და უსაფუძვლო ბრალდება, რომელიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ემსახურებოდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system