თავში

ბრაზილიაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

ბრაზილიაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
ბრაზილიაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ გოიანიაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. ოფისი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ საზეიმო ვითარებაში გახსნა. საკონსულოს საქართველოს საპატიო კონსული მარსელო ლელის სერტაო უხელმძღვანელებს.

საკონსულოს ახალი ოფისის მიზანი ბრაზილიაში საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის კულტურის და მრავალფეროვნების სათანადოდ წარმოჩენა, საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის განვითარება, ტურიზმის წახალისება და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებაა.

თავისი ეკონომიკური პოტენციალით გოიასის შტატს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რეგიონში აქტიურად ვითარდება ბიზნესი, მყარდება ახალი პარტნიორული კონტაქტები კომპანიებთან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც საქართველოს ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობის თვალსაზრისით მზარდ ინტერესს იწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system