თავში

ბრძოლა აზერბაიჯანისა და საქართველოს თავისუფლებისთვის - აზერბაიჯანის საელჩოში მრგვალი მაგიდა გაიმართა

აზერბაიჯანის საელჩოში მრგვალი მაგიდა გაიმართა
ბრძოლა აზერბაიჯანისა და საქართველოს თავისუფლებისთვის - აზერბაიჯანის საელჩოში მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ონლაინ-მრგვალი მაგიდა გაიმართა, -"ბრძოლა აზერბაიჯანისა და საქართველოს თავისუფლებისთვის: 20 იანვრისა და 9 აპრილის ტრაგედიის მიზეზები, შედეგები და საერთო ღირებულებები". ინფორმაციას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ონლაინ ფორმატით გამართულ ღონისძიებაში 15-მდე ქართველი ექსპერტი მონაწილეობდა. საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფაიგ გულიევმა ღონისძიების მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას, ხაზი გაუსვა  ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის როლს, აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ამ დანაშაულის პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებაში. ელჩმა , ასევე, ისაუბრა ისტორიული კავშირის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის პერიოდში, რომელიც ორივე ქვეყანამ მოწამეთა სისხლის ფასად მოიპოვა, აზერბაიჯანმა და საქართველომ შეინარჩუნეს კეთილმეზობლური ურთიერთობები, აამაღლეს ის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე და შექმნეს სამხრეთ კავკასიის ახალი იმიჯი.

სიტყვით გამოსვლისას, ქართველმა ექსპერტებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის წარსულისა და მომავლის შესახებ. ხაზი გაუსვეს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას, რომელიც ემსახურება ორივე ქვეყნის და მთლიანად რეგიონის ინტერესებს.

აღნიშნეს ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის ფუნდამენტური როლი, მათ ხაზი გაუსვეს სახელმწიფოთა მეთაურებსა და მთავრობებს შორის ამჟამინდელი მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

 ქართველმა ექსპერტებმა აზერბაიჯანელ ხალხს 44-დღიან სამამულო ომში გამარჯვება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ამ ისტორიულმა მოვლენამ ახალი რეგიონული რეალობა წარმოშვა. მათ გამოთქვეს რწმენა, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავაც გააგრძელებენ კოორდინირებულ მოქმედებას,- ნათქვამია

 საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system