თავში

ბრიტანული მედია: კიბერ-შეტევები განხორციელდა საქართველოს სუვერენიტეტის გასანადგურებლად

ბრიტანული მედია: კიბერ-შეტევები განხორციელდა საქართველოს სუვერენიტეტის გასანადგურებლად
ბრიტანული მედია:  კიბერ-შეტევები განხორციელდა საქართველოს სუვერენიტეტის გასანადგურებლად

2019 წლის ოქტომბერში „გრუ“-ს მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-შეტევას ბრიტანული მედია-საშუალებები ეხმაურებიან.

სტატიებში აღნიშნულია, რომ საქართველომ, დიდმა ბრიტანეთმა და საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს წინააღმდეგ გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი კიბერ-თავდასხმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა GRU– ს, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურს დააკისრეს.

მედია აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდმა შეტევამ, 28 ოქტომბერს, ათასობით ვებგვერდი დააზიანა და ორმა ტელევიზიამ „იმედმა“ და „მაესტრომ" რამდენიმე საათის განმავლობაში მაუწყებლობა შეწყვიტეს.

დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის (NCSC) განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე GRU იყო ”თითქმის ნამდვილად” (95 პროცენტზე მეტით) პასუხისმგებელი. მათივე განცხადებით, აღნიშნული შეტევები არის რუსეთის მიერ განხორციელებული გრძელვადიანი კამპანიის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ.

აქვე აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, კიბერ-შეტევები განხორციელდა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვისა და ქართველი ხალხის ცხოვრების განადგურების მიზნით.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system