თავში

"ახალგაზრდებს ვერ იყიდით" - აქცია ქუთაისში

"ახალგაზრდებს ვერ იყიდით" - აქცია ქუთაისში
ახალგაზრდებს ვერ იყიდით - აქცია ქუთაისში

"ახალგაზრდებს ვერ იყიდით", - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია, ქუთაისის ცენტრში მდებარე "ქართუ ბანკის" შენობასთან გაიმართა. ოპოზიციის ახალგაზრდულმა ფრთამ, პერფომანის გამართვა სცადა. 

მათ, ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პარლმენტის ქუთაისიდან გადატანაზე, ლარის გაუფასურებაზე და სხვა საკითხებზე, ბანკის კედელზე ვიდეო-კადრების გაშვება სურდათ, თუმცა, სამართალდამცველებმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე პლაკატები, სახელწოდებით: "საქართველო ერთ ჯიბეში" გააკრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system