თავში

ბურჯანაძე: არ გვაქვს უფლება ერთწუთიანი დახმარების გამო გადაწყვეტილება მივიღოთ

უფლება ერთწუთიანი დახმარების გამო გადაწყვეტილება მივიღოთ
ბურჯანაძე: არ გვაქვს უფლება ერთწუთიანი დახმარების გამო გადაწყვეტილება მივიღოთ

"ქვეყანა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააზრებული არჩევანი გააკეთეოს ყველა ადამიანმა", - ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობას" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მოქალაქეებმა "ერთწუთიანი დახმარების" გამო რაიმე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ. 

"ახლა არ გვაქვს უფლება, რომ რაიმეს გამო თვალი დავუხუჭოთ რეალობას ან ერთწუთიანი დახმარების გამო რამე გადაწყვეტილება მივიღოთ. ყველა ადამინმა უნდა გააკეთოს ის, რომ როცა შევა კაბინაში, შემოხაზოს ის ნომერი, რომელსაც თვლის, რომ აქვს ძალა და გამოცდილება, რომ ეს ქვეყანა გამოიყვანმოს იმ კრიზისიდან, რომელშიც ეს ქვეყანა ნამდვილად არის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system