თავში

ბურჯანაძე: ოპოზიციამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება

ბურჯანაძე: ოპოზიციამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება
ბურჯანაძე: ოპოზიციამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება

ოპოზიციის "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს. ნინო ბუჯანაძის თქმით, ოპოზიციამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არც-ერთი პარტია პროტესტის ნიშნად პარლამენტში არ შევა.

"ოპოზიციამ მიიღო ერთობლივი, ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომ არცერთი დეპუტატი და არცერთი პარტია, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებული არჩევნებით გადავიდნენ ბარიერს, არ შედიან პარლამენტში პროტესტის ნიშნად, რადგან ეს არჩევნები იყო გაყალბებული, მოპარული, იქურდა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა და მოპარულის და ნაქურდალის განაწილებაში არავინ მონაწილეობას არ აპირებს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შეკრების დღეს ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს, რომლითაც დადასტურდება, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია თუ დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system