თავში

ბურჯანაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი ძალიან სერიოზულად იყო განხილული

​ბურჯანაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი ძალიან
ბურჯანაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი ძალიან სერიოზულად იყო განხილული

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთში გამართულ შეხვედრებზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზეც ისაუბრა.

„აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ცხადია, საუბარს ვიწყებდი სწორედ ამ თემით და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე ვხედავდი ძალიან სერიოზულ ადამიანურ თანადგომას. ასევე იმას, რომ რუსეთის პოლიტიკოსები ძალიან კარგად ხედავენ ამ საკითხის არა მარტო ადამიანურ, არამედ ძალიან დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც. ყველა შეხვედრაზე ჩემი თხოვნა იყო, რომ რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა განეხორციელებინა, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის სახლში, ოჯახთან. მივიღე დაპირება, რომ მაქსიმალურად სწრაფად ის იქნება სახლში, ვინაიდან რუსეთი შეეცდება, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მან თქვამ, რომ კონკრეტულ თარიღებს საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system