თავში

ჩამოვა თუ არა სააკაშვილი, ეს ჩვენს მიზანს და ამოცანას არ ცვლის - გიგა ბოკერია

ჩამოვა თუ არა სააკაშვილი, ეს ჩვენს მიზანს და ამოცანას არ ცვლის - გიგა ბოკერია
ჩამოვა თუ არა სააკაშვილი, ეს ჩვენს მიზანს და ამოცანას არ ცვლის - გიგა ბოკერია

ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის, და ჩემი აზრით, მთლიანად საზოგადოებისთვის არ იცვლება ამოცანა იმის მიხედვით, რას იტყვის და გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არა და როდის ჩამოვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ამის მიღმა არის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი 2 ოქტომბრის არჩევნების გზით დაამარცხონ.

„ჩემი აზრით, ნებისმიერი სხვა საუბარი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში არის ამ ფოკუსის დაკარგვა. ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი და ნებისმიერი სხვა ფიგურა, ან როდის ჩამოვა, ჩვენს ვალს ცვლის? ჩვენი ამოცანაა, მათი დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე, ვინც ხედავს, ივანიშვილის რეჟიმი როგორი კატასტროფაა მისი მომავლისთვის და ყველასთვის, მაგრამ არის იმედგაცრუებული, რწმენა არ აქვს. ყველაფერი დანარჩენი არის ამის შემდეგ და ამის შემდეგ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო.

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system