თავში

ჩარკვიანი: კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად

ჩარკვიანი: კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად
ჩარკვიანი: კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად

თაკო ჩარკვიანი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იყრის.

როგორც პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი, სოციალურ ქსელში წერს, მისი დევიზია "არც ერთი ხმა პუტინს".

"გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიდი სამეგობროს, ასევე ჩემი ძმის, მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად, დედას - ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია - კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად (ჩემს უბანში).

დევიზი ასეთია: “არც ერთი ხმა პუტინს”! საქართველო კორუფციონერების და 30-წლიანი, თაღლითი -კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს-პენსიას რომ იპარავენ!“, - წერს თაკო ჩარკვიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system