თავში

ჩეხეთმა ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა დაადასტურა

ჩეხეთმა ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა დაადასტურა
ჩეხეთმა ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა დაადასტურა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან პეტრ მიკისკასთან. 

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას განხილული იყო საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში პანდემიური მდგომარეობა, ვაქცინაციის პროცესი, ქვეყანაში შესვლის რეგულაციები, ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატების სისტემა, მისი გამოყენების და მასში ჩართვის შესაძლებლობა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატების ორმხრივად ურთიერთაღიარების საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში და ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა.

მინისტრის მოადგილემ და ელჩმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის და პოსტპანდემიური რეაბილიტაციის პროცესში თანამშრომლობის გეგმებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system