თავში

"ჩემ მიერ აშენებულ ჰოსპიტალში გავემგზავრები, ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით" - სააკაშვილი წერილს ავრცელებს

"ჩემ მიერ აშენებულ ჰოსპიტალში გავემგზავრები, ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით" - სააკაშვილი წერილს ავრცელებს
ჩემ მიერ აშენებულ ჰოსპიტალში გავემგზავრები, ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით - სააკაშვილი წერილს ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის წერილს ავრცელებს, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააცნო. 

მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის მხარდამჭერებს. 

"ჩემო ძვირფასო თანამემამულეებo და თანამებრძოლებo, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცენდენტო სოლიდარობისთვის და ჰუმანურობისთვის. მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ ჩემი ერის გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ, ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით ჩემი საკითხით და მსოფლიოში ასეთი რეზონანსი არასდროს არ გამოგიწვევიათ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.


ამავე დროს, მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემს მიერ უნებლიედ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მიადგა მთავრობის გულქვაობის პირობებში ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქებას. ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს.

დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის, ჩვენს ეროვნულ სიამაყეს პაატა ბურჭულაძესა და ჩვენს ყველა დონის დეპუტატებს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობისთვის. რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში, ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის, თუ შიმშილობის აქტებისთვის, პეტიციების ხელმოწერებისთვის, თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის.

უზარმაზარი მადლობა მთელს საექიმო თანამეგობრობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიული წესიერება და კვალიფიკაცია გამოიჩინეს.

მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში მიყენებული ნერვიულობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარდამჭერებს და საერთაშორისო მედიას ჩემი სიცოცხლის უფლების ბრძოლისთვის და რაც მთავარია, ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის.

განსაკუთრებული და უზარმაზარი მადლობა ნინო ლომჯარიას და მის არაჩვეულებრივ გუნდს. ასევე, უკრაინის სახალხო დამცველს, განსაკუთრებით კი უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხს.

დიდი მადლობა სახელმწიფო ინსპექტორის ოფისს, ყველა კონსილიუმს და თითოეული კონსილიუმის წევრს, მადლობა ყველას, ყველას, ყველას, თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს.

პირადი და განსაკუთრებული მადლობა ქართულ თავისუფალ მედიას, დღეისთვის ამ ქვეყნის მომავალზე, ყველაზე გამორჩეულად, თავდადებულად და რაც მთავარია, წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას.

მე დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას.

მე, მიხეილ სააკაშვილი მზად ვარ წარვდსგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამათლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე. მათ შორის, იმ ადმაიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა ან რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს, ეროვნული ღირსების, სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ, დავასრულოთ ქვეყნის განთავისუფლდებით" - აღნიშნულია წერილში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტას დათანხმდა

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

ამის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც ჟირნალისტებთან გორის ჰოსპიტალზე არჩევანის გაკეთების მიზეზიგანმარტა. მან ასევე განაცხადა, რომ კლინიკა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილისთვის განსაკუთრებული პალატა მოეწყო.

დღესვე, თავდაცვის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდანვიდეო-კადრები გაავრცელა.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ კლინიკიდან მიმართვაც გაავრცელა და ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

ასევე შიმშილობის შეწყვიტის გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა.

შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატებმაც.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილეს, პაატა ბურჭულაძეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს, მსოფლიო ბანის განცხადებით, ის შიმშილობას მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს, როცა დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system