თავში

ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს, ამის გამო ვერ გავშორდები - ვაშაძე

ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს, ამის გამო ვერ გავშორდები - ვაშაძე
ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს, ამის გამო ვერ გავშორდები - ვაშაძე

ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს, ვერ გავშორდები იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა” სულ ჩხარტიშვილს მაძახებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„როგორც კი ჩემი პოზიცია არ მოეწონებათ მყისიერად გამოდიან და ამბობენ: ჩხარტიშვილი, ჩხარტიშვილი… ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და იმის გამო ვერ გავშორდები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სულ ამას მაძახებს. ამ ხალხმა რომ გაიგოს, ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ. სამი შვილი მყავს, ტრადიციებს პატივს ვცემ და ამათ გამო ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ. ერთ დღეს ჩხარტიშვილის სიძე ვარ, მეორე დღეს ჩემთან ერთად ბრძოლა უნდათ,“ – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გიორგი ვაშაძის მეუღლის ბიძაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system