თავში

ჩემი მცდელობა რაში სჭირდება, ღარიბაშვილის დანახვაც საკმარისია - სააკაშვილი

ჩემი მცდელობა რაში სჭირდება, ღარიბაშვილის დანახვაც საკმარისია - სააკაშვილი
ჩემი მცდელობა რაში სჭირდება, ღარიბაშვილის დანახვაც საკმარისია - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მთავრობა დიდი ალბათობით, ევროკავშირის 75 მილიოანიანი ტრანშის მეორე ნაწილს აღარ აიღებს.

სააკაშვილის თქმით, საქართველოსა და ევროპას შორის ყაჩაღები არ უნდა იდგნენ. 

"დაწყებული ავღანეთიდან და ამერიკიდან, დამთავრებული ევროპით ყველა ჩემი კონტაქტი უცხოელებთან იყო მცდელობა ქართველების დახმარების, რომელშიც ესენი მიშლიან ხელს. ვუშოვე ვაქცინები ევროპაში, ამათ დარეკეს არ გვინდა, თავი დაგვანებეთო, ვუშოვე თვითმფრინავები ხალხის ევაკუაციისთვის, გახარია იყო მაშინ პრემიერი, უთქვენოდათ ყველაფერს გავაკეთებთო. 

რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება, ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ყველას ჩამოუყალიბდეს თავისი აზრი. როდესაც დავდივარ ვხვდები ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტარებს დიდი რაოდენობით, ბოლო ვიზიტის დროს ბირუსელში ევროკომისიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსამნმა მითხრა ღარიბაშვილზე ეს არის კლინიკური იდიოტიო, მას ვციტირებ, კლინიკური იდიოტიო", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system