თავში

"ჩემი შვილი არის თქვენი მსხვერპლი" - ელენე ხოშტარიას დედის საგანგებო მიმართვა

"ჩემი შვილი არის თქვენი მსხვერპლი" - ელენე ხოშტარიას დედის საგანგებო მიმართვა
ჩემი შვილი არის თქვენი მსხვერპლი - ელენე ხოშტარიას დედის საგანგებო მიმართვა

"მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია", - პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

"ძალიან ვიკავებ თავს. ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან, რადგან კიდევ მგონია, რომ თქვენ, ვგულისხმობ ხელისუფლებას, კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის - სინდისზე ვეღარ ვიტყვი - ნასახი. თქვენ არ გაქვთ უფლება საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. თქვენ არ გაქვთ უფლება მოკლათ ადამიანები.

მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეს ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ არის სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია, არის თქვენი მსხვერპლი.

მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია. ოთხი შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს მოქალაქეების გულისთვის.

თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს. მე მაქვს, კიდევ არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ მოხვალთ გონს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. თქვენ არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 37 წელი, 21-ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ-მეთქი.", - აცხადებს ირინა გუნცაძე.

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, ამბობს, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას აღარ ჩაიტარებს.

ექიმ ვახტანგ კალოიანის თქით, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა. 

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.

ცნობისთვის, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system