თავში

ჩემი თავი დამიჭერია, ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო - წულუკიანი

ჩემი თავი დამიჭერია, ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო - წულუკიანი
ჩემი თავი დამიჭერია, ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო - წულუკიანი

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკის განულების შემთხვევაში, ჩათვლის რომ პოლიტიკაში საქმე აღარ აქვს. 

მისივე თქმით, ის სულაც არ მიიჩნევს თავს კლასიკურ პოლიტიკოსად. 

"როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში. ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, ჩემი თავი დამიჭერია, მიფიქრია, ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო. მე სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. მე პოლიტიკაში ჩავები. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად. იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, ისე რომ ვერავინ ვერც მომხსნიდა, უცბად დავბრუნდი საქართველოში და შევუერთდი იმ სულ პატარა, რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ," - განაცხადა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system