თავში

"ჩემმა 15 წლის შვილმა, ნიკუშამ მითხრა, რომ უნდა დავბრუნებულიყავი" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩემმა 15 წლის შვილმა, ნიკუშამ მითხრა, რომ უნდა დავბრუნებულიყავი" - მიხეილ სააკაშვილი
ჩემმა 15 წლის შვილმა, ნიკუშამ მითხრა, რომ უნდა დავბრუნებულიყავი - მიხეილ სააკაშვილი

ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სიტყვით მიმართავს.  მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ ადამიანებს შორის, ვინ ეუბნებოდა, რომ საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო და რომ აქ იყო საჭირო, მისი 15 წლის შვილიც იყო. განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.

"მე ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი, გამიგია ათასობით ჩემი თანამემამულისგან, რომლებიც მხვდებოდნენ სხვადასხვა აეროპორტებში, იმ ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებსაც ვხვდებოდი დიდ შეკრებებზე ემიგრანტების, ევროპაში და ამერიკაში. რომ უნდა დავბრუნდე საქართველოში, ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, რომელმაც თქვა, რომ ან ახლა, ან არასდროს და ჩვენ დავკარგავთ ჩვენ ქვეყანას, ნიკუშამ, ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდეთ ორი ძალიან მაგარი შვილი და სანდრას ნამუშევარი, კვალი მხვდება ყველგან, მათ შორის ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, პატიმრების ჯანდაცვის კუთხით, ისევე როგორც სკრინინგი და უამრავი სხვა რაღაც და ეს მილიარდერები კი არ ვიყავით, 800 დოლარი რომ გვქონდა ხელფასი 90-იან წლებში, აი გია ბარამიძეს კარგად ახსოვს, 400 იხარჯებოდა ქველმოქმედებაზე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system