თავში

,,ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი" - ივანიშვილი

,,ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი" - ივანიშვილი
,,ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი - ივანიშვილი

ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა“ – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას.

როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, შვილებს უტოვებს იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის და განვითარების მოტივაცია.

,,მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო", - აცხადებს ივანიშვილი ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system