თავში

ჩემო დებო და ძმებო, მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში - მიხეილ სააკაშვილი

ჩემო დებო და ძმებო, მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში - მიხეილ სააკაშვილი
ჩემო დებო და ძმებო, მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში - მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობას აგრძელებს. დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. 

მიხეილ სააკაშვილმა დაკანოიძეს მეგობრებთან და მხარდამჭერებთან, რომლებიც რუსთავის ციხესთან არიან შეკრებილი, წერილიც გამოატანა:

"მადლობა ჩემო ძმებო და დებო, მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, ვაწვებით გამარჯვებამდე". 

ხატია დეკანოიძის თქმით, მიხიელ სააკაშვილი საბრძოლო განწყობაზეა:

"შიმშილობას აგრძელებს, მას შემდეგ რაც დააკავეს, ახლაც, ამის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა, ანუ არის მეთვალყურეობის ქვეშ. მიშას გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისადმი, ჩემი მეგობრებისადმი ჩვენს მიმართ, ყველას მიამრთ, არის ბრძოლა თავდაუზოგავად, რეჟიმის წინააღმდეგ მეორე ტურებში დამარცხება რეჟიმის. მიშას გზავნილი არის ის, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში მოგება, წართმევა "ქართული ოცნების" ხელისუფლების და საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ადგილზე აწყობილია სცენა, აქციას კოლონები რეგიონებიდანაც უერთდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system