თავში

ჩემს "კისტის" თოფს როდის დამიბრუნებ, პრემიერო? - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს

ჩემს "კისტის" თოფს როდის დამიბრუნებ, პრემიერო? - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს
ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ, პრემიერო? - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი გოგა ხაჩიძე სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. 

როგორც ხაჩიძე წერს, 2012 წელს, ღარიბაშვილის შს მინისტრობისას, მისი მშობლების სახლში ჩატარებული ჩხრეკისას კისტის თოფი ამოიღეს. ხაჩიძეს აინტერესებს, როდის დაუბრუნებენ თოფს, რომელიც მას ბავშვობაში აჩუქეს. 

"Irakli Garibashvili, 2012 წელს, როდესაც შსს მინისტრი იყავი, სურამში, ჩემი მშობლების სახლში ჩხრეკა ჩაატარეთ.

ჩხრეკის შედეგად, მე რომ ბავშვობაში მაჩუქეს, ის კისტის თოფი წაიღეთ.

იმის შემდეგ 9 წელი გავიდა და აგერ უკვე მეორედ ფაფხურობ პრემიერის პოსტზე...

ჰოდა, ამხელა კაცი ხარ, არ გიტყდება მაინც?

ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ საქართველოს პრემიერო?! " - წერს ხაჩიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system