თავში

ჩემთან კავშირი არ აქვს, მე არ მომწონს - კახა კალაძე

ჩემთან კავშირი არ აქვს, მე არ მომწონს - კახა კალაძე
ჩემთან კავშირი არ აქვს, მე არ მომწონს - კახა კალაძე

დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა - მე არ მომწონს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ე.წ სისხლიან ბანერებზე საუბრისას განაცხადა, რომელზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

კახა კალაძის განმარტებით, მას აღნიშნულ ბანერებთან კავშირი არ აქვს.

„ჩემსკენ ვერ გამოიშვერენ ხელს, ჩვეულებრივად მათი ბინძური პიარის ნაწილია რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი მეუღლის მიმართ და ამ ადამიანებისგან არაფერი არ მიკვირს და გულწრფელად გულიც არ მწყდება. არის კონკრეტული ადამიანები, ვინც გამოაკრა ეს ბანერები და შეგიძლიათ მიმართოთ მათ. არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს. დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა - მე არ მომწონს", - განაცხადა კალაძემ.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედიამენეჯერები სისხლის შხეფების ფონზე არიან გამოსახული. რამდენიმე მედიასაშუალებამ ასევე გაავრცელა უშუალოდ ბანერების გაკვრის პროცესი, სადაც ჩანს, რომ "სისხლიანი" ბანერებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ, ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებს ანაცვლებენ.

მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ფაქტი დაგმო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system