თავში

ჩემთვის ეს შიშის გამოხატულებაა - გახარია

ჩემთვის ეს შიშის გამოხატულებაა - გახარია
ჩემთვის ეს შიშის გამოხატულებაა - გახარია

"ქართული ოცნების" მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას შიშის გამოხატულებად მიიჩნევს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოძრაობა "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ ითვალისწინებს არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, არც მოქალაქეებს ინტერესებს.

"პერსონალურად ჩემთვის ეს არის შიშის გამოხატულება, რადგან აშკარა ხდება უკვე, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებებში. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე ფლანგზე და წინ წამოწეულია პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს ყველაზე ცუდია", - ამბობს გახარია.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 28 ივლისს ბრიფინგი ჩაატარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system