თავში

ჭიაბერაშვილი: ეს კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია

ჭიაბერაშვილი: ეს კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია
ჭიაბერაშვილი: ეს კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია

"ქართული ოცნების" მთავრობას სურს, ისე შეზღუდოს პოლიტიკურ-სამართლებრივი და მოქალაქეების უფლებები, რომ პარლამენტში კონკრეტული გეგმა არ წარადგინოს,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე უხანგრძლივდება.

დეპუტატი ამ გადაწყვეტილებას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

"ეს კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია, სამართლებრივი ნონსენსია. „ქართული ოცნების“ მთავრობას უნდა, ისე შეზღუდოს პოლიტიკურ-სამართლებრივი და მოქალაქეების სამოქალაქო უფლებები, რომ პარლამენტშიც არ მოვიდეს და არ წამოადგინოს კონკრეტული გეგმა, მთავრობა რას აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და მეორე მხრივ, რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას.

ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლა, ანტიკონსტიტუციურია და მათ არ უნდათ, მოქალაქეებისთვის გაიმეტონ ის აუცილებელი სახსრები, რაც დღევანდელ კრიზისში მოქალაქეებს სჭირდებათ. მმართველ გუნდს უნდა, პარლამენტის გვერდის ავლით აკეთოს ის, რაც „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს სურთ“, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system