თავში

ჭიაბერაშვილი: მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სახელმწიფო მიხედავს

ჭიაბერაშვილი: მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სახელმწიფო მიხედავს
ჭიაბერაშვილი: მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სახელმწიფო მიხედავს

,,ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე გრძნობდეს მუდმივ მხარდაჭერას სახწლმწიფოს მხრიდან. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ამისათვის საჭიროა დაინერგოს ერთი ზარის პრინციპი, როდესაც 112-ზე დარეკვისას მოქალაქე მიიღებს ოჯახის ექიმის კონსულტაციას. 

მისივე თქმით, საჭიროა სწრაფი ტესტების სიტემის აწყობა და ჰოსპიტალური რესურის მუდმივი ზრდა.

,,ჩვენ უპრობლემოდ უნდა ვრეკავდეთ 112-ზე, უპრობლემოდ უნდა ვიღებდეთ ოჯახის ექიმის კონსულტაციას და უნდა დაინერგოს ერთი ზარის პრინციპი, როდესაც 112-ზე დარეკვით ჩვენ შეგვიძლია გადაგვამისამართონ და მივიღოთ დაუყონებლივ ოჯახის ექიმის კონსულტაცია.

ასაწყობია სწრაფი ტესტირების სისტემა, რათა ადამიანებმა სწრაფად გაიგონ აქვთ თუ არა კოვიდი, მითუმეტეს მოდის სეზონური გრიპიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მუდმივად ვზარდოთ რესურსი ჰოსპიტალის მიმართულებით, იმიტომ, რომ როცა იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ბუნებრივია იზრდება იმ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ინტენსიური საწოლი სჭირდება.

ამიტომ, ამ ჯაჭვის სრულფასოვნად აწყობა არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ოღონდ ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელი არ არის, მომდევნო კოალიციური მთავრობა, არჩევნებისა და გარდამტეხი ცვლილებების შემდეგ, ბუნებრივია ზუსტად ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, რომ მოქალაქე გრძნობდეს ყოველწამიერ თანადგომას სახელმწიფოს მხრიდან",  - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system