
პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, საქართველოში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, სხვა საკითხებთან ერთად, შეკითხვები ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც ექნება.
,,დარწმუნებული ვარ, რომ მაიკ პომპეოს შეკითხვები ექნება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რადგან აქ, გარდა იმისა, რომ ჩადებული იყო ამერიკული ინვესტიცია, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო ინტერესი დიდი იყო. ბევრი გაფრთხილება მოვისმინეთ ჩვენ აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებისაგან ამ მიმართულებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მაინც ჯიუტად დაბლოკა და გააჩერა ანაკლიის პორტი. ამაზე კი მათ სერიოზული განმარტებების გაკეთება მოუწევთ, ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, 17 ნოემბერს ეწვევა.