თავში

ჭორვილაში, ერთი დღით, საერთაშორისო აეროპორტს გავხსნი - სააკაშვილი

ჭორვილაში, ერთი დღით, საერთაშორისო აეროპორტს გავხსნი - სააკაშვილი
ჭორვილაში, ერთი დღით, საერთაშორისო აეროპორტს გავხსნი - სააკაშვილი

საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი, სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა-მოსკოვით ცალი მიმართულებით ჩაბარდეს თავის პატრონს - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ ააკაშვილმა საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენის დროს, ვიდეოჩართვისას აღნიშნა. 

სააკაშვილის მტკიცებით, მათ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს.

„ღმერთმა არ ქნას, ესენი არჩევნებზე გაგვიძვრნენ. მათ უკვე გვითხრეს, რომ ჩვენი გზა არის საქართველოს დატოვება და საქართველოდან უცხოეთში გადახვეწა. მინდა ვთქვა, არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე მილიონი ადამიანი აღარ დატოვებს, როგორც ეს ივანიშვილს სურს. საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი, სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა-მოსკოვით ცალი მიმართულებით ჩაბარდეს თავის პატრონს „გაზპრომში“, დაანებოს თავი საქართველოს და მის მოქალაქეებს. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ნახეთ, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გვიჭერს“,-განაცხადა სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system