თავში

ჩვენ ან დავკარგავთ ჩვენს სამშობლოს, ან მომავალი გვექნება დასავლეთში - ხატია დეკანოიძე

ჩვენ ან დავკარგავთ ჩვენს სამშობლოს, ან მომავალ
ჩვენ ან დავკარგავთ ჩვენს სამშობლოს, ან მომავალი გვექნება დასავლეთში - ხატია დეკანოიძე

"ხელისუფლება, რომელიც ებრძვის მედიას, არის ჩამოშლილი და დამთავრებული", - ამის შესახებ "ნაციონალური მძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს პროცესები, რომლის შედეგადაც ან დაიკარგება სამშობლო, ან დადასტურდება, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში. 

"ახლა არის მომენტი, როდესაც წაშლილია ყველანაირი პოლიტიკური ზღვარი. ახლა არის სიტუაცია, როდესაც ჩვენი მომავალი ან იქნება ევროატლანტიკური მომავალი და ჩვენ ვიქნებით იქ, დასავლეთში, ან არადა ჩვენ ამ ფაშისტებს დავნებდებით. მინდა ღარიბაშვილს მივმართო, ნებისმიერი ბრძოლა მედიასთან და ხალხთან, არის წაგებული ბრძოლა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system