თავში

ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს - მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს - მიხეილ სააკაშვილი
ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ წამოჭრილი დიალოგის შეთავაზებას მიესალმება. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კონსოლიდაციისა და განვითარებისთვის აუცილებელია ასეთი პროცესი. 

მან მომხრეებს მიმართა და თქვა, პოლიტიკური კრიზისის დაძლევისთვის მათი მშვიდობიანი პროტესტი აუცილებელია. 

"მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, რომ მეც თქვენს რიგებში ვარ. მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი, და თან, დავინახოთ რაც შეიძლება სწრაფად. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას.

ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ.

ცალკე მინდა მივმართო ჩემს მომხრეებს: ვიცი, როგორ შეგტკივათ გული და როგორ დაუღალავად იბრძვით ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. მინდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას! ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც. ეს უზრუნველყოფს ჩემს თავისუფლებასაც და ფიზიკურ გადარჩენასაც! სხვანაირად საზოგადოების იგნორირება და მოტყუება გარდაუვლად გაგრძელდება. ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს!

აბა თქვენ იცით! გორის ჰოსპიტლიდან გგულშემატკივრობთ ყველას და, რაც მთავარია, ვგულშემატკივრობ, ვიბრძვი და ვლოცულობ ჩვენი სამშობლოსთვის!", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system