თავში

ჩვენ ერთნი ვართ და თბილისი ისევ გაიმარჯვებს - კახა კალაძე

ჩვენ ერთნი ვართ და თბილისი ისევ გაიმარჯვებს - კახა კალაძე
ჩვენ ერთნი ვართ და თბილისი ისევ გაიმარჯვებს - კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაზემ თანამოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ გამოიყენებს ყველა კულტურულ ხაზს, რათა დედაქალაქმა სამომავლო განვითარებისას შეინარჩუნოს ის მრავალფეროვნება, რომლითაც განთქმულია და ყველას ნუსხავს. 

"სიცოცხლის სიყვარული ხომ ჩვენი ქალაქის მთავარი თვისებაა?! ამიტომ, სიცოცხლე მუდმივად უნდა ჩქეფდეს ჩვენი ქალაქის ყველა უბანში.

ჩვენ, მრავალფეროვნებით განთქმული ჩვენი ქალაქის ყველ ფერს კიდევ უფრო გამოვკვეთთ და მისი კულტურული განვითარების ყველა ხაზს გამოვიყენებთ., როგორც ჩვენს უპირატესობას, რადგან ეს ქალაქი ეკუთვნის მის ყველა მცხოვრებს, რადგან თბილისი ყველას აერთიანებს. აერთიანებს ქართველებს და ებრაელებს, ქურთებს, იეზიდებს და ბერძნებს, აზერბაიჯანელებსა და სომხებს, სწორედ ამ მრავალხმიანობაშია მისი ძალა, რომელიც ქმნის უნიკალურ, თბილისურ სულს და ყველას ნუსხავს.

ჩემო მეგობრებო, დღეს ისევ ვდგავარ აქ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი და ზუსტად ვიცი, რა შემძინა ამ 4-წლიანმა განვითარებამ. ზუსტად ვიცი რა სჭირდება მთაწმინდას, საბურთალოს, კრწანისს, ვაკეს, გლდანს, ნაძალადევს, ისანს, სამგორს, დიდუბესა და ჩუღურეთს, ვიცი თბილისის თითოეული უბნის საჭიროება, კონკრეტული ადამიანის პრობლემები და, რაც მთავარია, ზუსტად ვიცი რა ძალა აქვს თბილისელების მხარდაჭერას ყოველი წამოწყების, თითოეული პროექტის დაწყების დროს, რამხელა სიხარულია, როცა გულწრფელად გიზიარებენ დარდსაც და სიხარულსაც, გენდობიან და სჯერათ შენი.

ჩემო მეგობრებო, მე კახა კალაძე ვარ, ადამიანი, რომლის წარმატების უკან ყოველთვის იდგა ძლიერი გუნდი, ამ წინასაარჩევნო მარათონში ჩემი სახელი და გვარი რა თქმა უნდა, ხშირად გაიჟღერებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ კახა კალაძის უკან დგას პროფესიონალების დიდი გუნდი.

ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებდა თითოეულ ჩემს წამოწყებას.

ეს არის ასევე თბილისის მერიის გუნდი, ჩემი მოადგილეები, სამსახურის ხელმძღვანელები, გამგებლები, საკრებულოს წევრები, ათასობით გულანთებული თანამშრომლები, ეს ადამიანები ხშირად არ ჩანან, მაგრამ ჩანს მათი გაკეთებული საქმეები, დღეს ჩვენთან ერთად არიან მეტროს მემანქანე, ავტობუსის მძღოლი, მეეზოვე, მებაღე, მუნიციპალური ინსპექციის, მერიის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თბილისზე და თბილისელებზე.

მადლობა მათ თბილისის სიყვარულისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის", - თქვა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system