თავში

ჩვენ კანდიდატს ერთი წლის წინ შეთითხნილი საქმე გაუღვიძეს - გიგა ბოკერია

ჩვენ კანდიდატს ერთი წლის წინ შეთითხნილი საქმე გაუღვიძეს - გიგა ბოკერია
ჩვენ კანდიდატს ერთი წლის წინ შეთითხნილი საქმე გაუღვიძეს - გიგა ბოკერია

"ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ტირაჟირება, რომ აჩვენონ, ოპოზიცია ზოგადად გატეხეს. მე მინდა გითხრათ, რომ არც ბათლომე შელიას შემთხვევაში და "ევროპული საქართველოს" შემთხვევაში ეს ქმედებები არ გამოიწვევს შედეგს,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმს ძალის დემონსტრირება უკანონო მეთოდებით შეუძლია.

"დაშინება, მოსყიდვა, პოლიტიკური დევნა. ამ მაგალითებს თვითონ უკეთებენ პროპაგანდას, ანუ საკუთარი უკანონო ძალადობრივი მოქმედებების პროპაგანდა არის ის, რასაც ეყდნობა რეჟიმი დღეს ამ კამპანიისას და რითაც სურს ქართული საზოგადოების ნების და პოლიტიკური სპექტრის ნების გატეხვა. "ევროპული საქართველოს" კანდიდატს, ოპოზიციის ძირითად ძალებს შორის შეთანხმებულ კანდიდატს ზუგდიდში ბათუ შელიას, დღეს გაირკვა, რომ გაუღვიძეს ერთი წლის წინანდელი შეთითხნილი საქმე. ინციდენტი რის საფუძველზეც მას ბრალი წაუყენეს ეს არის მომხდარი 2020 წლის 7 აპრილს, იქვე მაისის ბოლოს ბრალი წაუყენეს, მაგრამ იმდენად აბსურდული საქმე იყო, მას შემდეგ ეს საქმე თაროზე იყო შემოდებული და ახლა არჩევნებამდე რამოდენიმე კვირით ადრე, კამპანიის აქტიური ფაზისას ახლა გაუღვიძეს და დაიბარეს სასამართლოზე პროკურატურამ. ამას მთელი ქვეყნის მასშტაბით თან სდევს "ევროპული საქართველოს" მიმართ და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ ამ პრეცედენტების ტირაჟირება, რომ სადღაც იპოვიან ადამიანს, რომელსაც აქვს პრობლემა, რომლის დაშინება ადვილია, ან მოსყიდვა არის შესაძლებელი და ამ შემთხვევების ტირაჟირება ხდება, რომ აჩვენონ, ოპოზიცია ზოგადად გატეხეს. მე მინდა გითხრათ, რომ არც ბათლომე შელიას შემთხვევაში და "ევროპული საქართველოს" შემთხვევაში ეს ქმედებები არ გამოიწვევს შედეგს, ყველა ამ მცდელობის მიუხედავად "ევროპულ საქართველოს" ვერსად ვერ დაუშალეს პროპორციული სია", - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system