თავში

"ჩვენ კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს" - კარლ ჰარცელი

"ჩვენ კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს" - კარლ ჰარცელი
ჩვენ კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, მეორე რაუნდის საარჩევნო კამპანიის დროს, ქვეყანაში კვლავ პოლარიზაციის მაღალი დონეა, რაც საარჩევნო გარემოზე ნეგატიურად აისახება.

"ვფიქრობ, მეორე რაუნდის კამპანიის დროს ჩვენ კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს, ურთიერთშეურაცხყოფას, რაც არ უწყობს ხელს ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნას, როგორიც უნდა იყოს", – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 შეგახსენებთ, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს, 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system