თავში

ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვიქნებით კონსტრუქციული დიალოგისთვის - კახა კუჭავა

ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვიქნებით კონსტრუქციული დიალოგისთვის - კახა კუჭავა
ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვიქნებით კონსტრუქციული დიალოგისთვის - კახა კუჭავა

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მეორეა ის, დიალოგი რა ფორმატში უნდა გაიმართოს და რა არის მოვლენათა ის განვითარება, რასაც ჩვენ ველოდებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა ყოველთვის მზად იყო კონსტრუქციული დიალოგისთვის.

„ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებისგან, ფასილიტატორი ელჩები, ზოგადად დიპლომატები, თუ პოლიტიკოსები ევროპიდან და ამერიკიდან, ყველა მოგვიწოდებდა, პირველ რიგში ოპოზიციას მოუწოდებდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და გამოეყენებინათ საპარლამენტო ფორმატი იმისთვის, რომ გვესაუბრა საკითხებზე, რაც ნამდვილად წარმოადგენს მთელი ქვეყნის ინტერესს. პირველ რიგში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, რაზეც ჩვენ დავიწყეთ კიდეც მუშაობა. ჩვენი მხრიდან დიალოგი იყო შეთავაზებული იმ საკითხზე მსჯელობისთვის, რასაც ისინი თვლიდნენ პრობლემურად, მათ შორის არჩევნებზე, რაზეც არაერთგზის მივიღეთ უარი, ამას კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოებაც და დარწმუნებული ვარ, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ გააგრძელონ თუ დაიწყონ პარლამენტში მუშაობა და მაქსიმალურად მიიღონ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, დიალოგის ფორმატი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჯერ კიდევ ღიაა, აუცილებელია და ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მომავალშიც მზად ვიქნებით კონსტრუქციული დიალოგისთვის“, - განაცხადა კახა კუჭავამ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system