თავში

ჩვენ საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით - კობახიძე

ჩვენ საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით - კობახიძე
ჩვენ საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით - კობახიძე

საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

"რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, ეს ცხადია. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, თუ ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები, რა თქმა უნდა, დადგება გამოძიების შემდეგ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი 20-მა ბენეფიციარმა დატოვა, მათ შორის შვიდი შშმ პირია.  სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system