თავში

"ჩვენ შევცვალეთ აქციის ფორმატი" - სოლიდარობის მსვლელობა დაიწყო

"ჩვენ შევცვალეთ აქციის ფორმატი" - სოლიდარობის მსვლელობა დაიწყო
ჩვენ შევცვალეთ აქციის ფორმატი - სოლიდარობის მსვლელობა დაიწყო

ნაციონალური მოძრაობის საავტომობილო კოლონა, რუსთავის მიმართულებით უკვე დაიძრა. აქტივისტების თქმით, ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან მივლენ და დროებით იქ გაჩერდებიან.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ მომდევნო აქციები იქნება შედარებით ფრთხილი, რათა მმართველმა გუნდმა ეს საკითხი  დიალოგის ჩასაშლელად არ გამოიყენოს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, თუ მმართველი გუნდი ბრიუსელში კონკრეტული შედეგით არ ჩავა, ეს ქვეყანას მძიმე შედეგს მოუტანს.

"ჩვენ პრაქტიკულად ხელისუფლებას აღარ დავუტოვეთ არანაირი შანსი იმისა რომ რაღაც მიზეზები მოეგონებინათ, რომ თითქოს ოპოზიცია დესტრუქციულად არის განწყობილი მოლაპარაკების პროცესში. ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ მოლაპარაკებები საერთოდ არ დაწყებულა და არც ჩანს ჯერ არანაირი სიგნალი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის მზად არის მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ, მაგრამ მაინც ჩვენ შევცვალეთ ფორმატი ჩვენი აქციების და გვექნება მსვლელობა რუსთავის ციხესთან, სადაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას ნიკა მელიას მიმართ, რომელიც უკვე ათი დღეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. სწორედ ნიკა მელია არის ის პიროვნება, რომელიც უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ პოლიტიკურმა პატიმრებმა უნდა დატოვონ საპყრობილე იმისთვის, რომ წარიმართოს დიალოგი ნორმალურ ფორმებში. დღევანდელი პოზიცია ხელისუფლების, რომ პრაქტიკულად ნიშანწყალი არ ჩანს იმისთვის რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, ძალიან ცუდად დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელში ჩვენი დელეგაცია ჩავა ყოველგვარი შედეგის გარეშე, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი ევროპისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოს საგარეო კურსი დასავლეთიდან მთლიანად გადაიხარა ჩრდილოეთისკენ რასაც ბუნებრივია მიჰყვება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system