თავში

ჩვენი და "გირჩის" ინიციატივა გამარჯვების ფორმულაა - ელისაშვილი

ჩვენი და "გირჩის" ინიციატივა გამარჯვების ფორმულაა - ელისაშვილი
ჩვენი და გირჩის ინიციატივა გამარჯვების ფორმულაა - ელისაშვილი

ჩვენი და "გირჩის" ინიციატივა ოპოზიციისთვის იდეალური წინადადებაა და პირდაპირ გამარჯვების ფორმულაა, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, საჭიროა საერთო პოზიციის შეჯერება, რათა "ქართულ ოცნებასთან", ამ საკითხის გამოგლეჯვისთვის ბრძოლა დაიწყოს.

მისივე თქმით, ოპოზიციას შეუძლია, რომ "ქართულ ოცნებას" ამ საკითხთან დაკავშირებითაც დაახევინოს უკან.

"ჩვენი და "გირჩის" აზრით ეს არის იდეალური წინადადება ოპოზიციისთვის. ეს არის პირდაპირ გამარჯვების ფორმულა, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისაც, საარჩევნო სისტემის შეცვლისა და რიგგარეშე არჩევნების კონკრეტული თარიღის დანიშვნისთვისაც. ეს არის იდეალური და ჯერ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველას აზრი და შემდეგ საერთო პოზიციით დავიწყოთ ბრძოლა "ქართულ ოცნებასთან" ამ საკითხის გამოგლეჯვისთვის. რაუნდიდან რაუნდამდე მიდიოდა ბრძოლა, რომ "ქართულ ოცნებას" უკან დაეხია და დავახევინეთ უკან. ასევე შეგვიძლია უკან დავახევინოთ ამ საკითხზეც", - განაცხადა ელისაშვილა. 

ცნობისთვის, "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში უნდა წარადგინონ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებენ. ინიციატივას, პარტია "მოქალაქეებიც" ემხრობიან.

ამასთან "გირჩისა" და "მოქალაქეების" ლიდერებმა ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე შეხვედრის მზაობაც გამოთქვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system