თავში

ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპატიები ჩვენს მხარესაა - ნათელაშვილი

ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპატიები ჩვენს მხარესაა -
ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპატიები ჩვენს მხარესაა - ნათელაშვილი

"უნდა ჩატარდეს ახალი, დემოკრატიული არჩევნები და საზოგადოებამ მიიღოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა" - ამისშესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

ნათელაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპატიები ოპოზიციის მხარესაა.

„როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია, ამგვარი სახის მოლაპარაკებათა გამოტანა დაუშვებელია. რა თქმა უნდა, გარკვეული წლების შემდეგ, ეს ცნობილი გახდება, ყველაფერი უცნობი კარგად ნაცნობი გახლავთ. ჩვენი პოზიცია არის ის, რაც იყო დეკლარაციაზე ხელის მოწერის დროს, პარლამენტი არ უნდა შედგეს, უნდა ჩატარდეს ახალი დემოკრატიული არჩევნები, საზოგადოებამ უნდა მიიღოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა. არ შეიძლება, მოკავშირეებმა დაიკავონ სხვა პოზიცია გარდა იმისა, რომ მოგვიწოდონ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, აბა, სხვანაირად პარტნიორები შუამავლები აღარ გამოვლენ.

ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ევროპაში მოხდა არაერთი რევოლუცია, სამოქალაქო ომი და დაპირისპირება იმისთვის, რომ ამ კონტინენტს მიეღო სამართლიანი, დემოკრატიული წყობილება და ისეთი არჩევნები, რომელსაც იმსახურებდა, ამას მიაღწიეს. ამ გზაზე დღეს ჩვენ ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპატიები ჩვენს მხარეს უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთის, მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე, პარტიების ლიდერები ელჩებს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან. ევროკავშირის ელჩის შემდეგ, ამჯერად იგივე ფორმატში მოლაპარaკებები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system