თავში

ჩვენი ევროპული მომავალი ჩვენივე ხელშია, დაყოფა დაასუსტებს ჩვენს მიზნებს - პრეზიდენტი

ჩვენი ევროპული მომავალი ჩვენივე ხელშია, დაყოფა დაასუსტებს ჩვენს მიზნებს - პრეზიდენტი
ჩვენი ევროპული მომავალი ჩვენივე ხელშია, დაყოფა დაასუსტებს ჩვენს მიზნებს - პრეზიდენტი

ბათუმის კონფერენცია ძლიერი გზავნილია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი აქტიურად ვემზადებით შემდეგი სამიტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით ნებისმიერი დაყოფა და გაურკვევლობა ქვეყნის მიზნებს დაასუსტებს.

„ბათუმის კონფერენცია არის ის გზავნილი, რომელიც ასოცირების ქვეყნებს ეგზავნება, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია და ჩვენი ევროპული მომავალი ჩვენივე ხელშია. ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ჩვენს წინსვლაზე, მიზნებზე, პრინციპებზე და უფრო მეტი ამბიცია უნდა გვქონდეს არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით. ნებისმიერი დაყოფა, გაურკვეულობა მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს მიზნებს.“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system