თავში

ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი საკუთრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაა - დავით სონღულაშვილი

​ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი საკუთრების, მედი
ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი საკუთრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაა - დავით სონღულაშვილი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ტიტუს კორლატეანს, კლოდ კერნს და ბას კლეინს შეხვდა. 

მისი თქმით, შეხვედრისას მხარეებმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრეთს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს. 

"ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი საკუთრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაა. აღნიშნული კანონის მიღებით და სპეციალური მმართველის დანიშვნით ვფიქრობ უფრო განვამტკიცებთ ამ ფასეულობებს მომავალში", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system