თავში

ჩვენი ლიდერი დღეს იმყოფება საპყრობილეში, ჩვენ ის უნდა გამოვიხსნათ - კობა ნაყოფია

ჩვენი ლიდერი დღეს იმყოფება საპყრობილეში
ჩვენი ლიდერი დღეს იმყოფება საპყრობილეში, ჩვენ ის უნდა გამოვიხსნათ - კობა ნაყოფია

სენაკის მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ არჩევნების დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ოპოზიცია მშვიდობიანი პროტესტის გამოყენებას აპირებს. ნაყოფია აცხადებს, რომ არ მისცემენ უფლებას "ქართულ ოცნებას", შერჩეს ადამიანების ხმების მოპარვა.

ნაყოფიამ ასევე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. 

"ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში გააუქმა არჩევნები. გვრჩება მხოლოდ ერთი გზა, ეს არის კონსტიტუციური უფლების გამოყენება, მშვიდობიანი პროტესტის გამოყენება.

ბრძოლა იქნება ბოლომდე. ჩვენ არ მივცემთ უფლებას "ქართულ ოცნებას", რომ მას შერჩეს ადამიანების ხმების მოპარვა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ლიდერი დღეს იმყოფება საპყრობილეში. ის არის ივანიშვილის რეჟიმის და პუტინის პატიმარი ტყვე. ეს ადამიანი ჩვენ უნდა იქიდან გამოვიხსნათ. იმიტომ ჩვენ დრო არ გვაქვს ბევრი", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system